ძველი გისის იმპერია / Old Empire of Ghis
ძველი გისის იმპერია, ერთ-ერთი უძველესი კულტურის მატარებელი ერია ესოსში. იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ესოსის დიდი ნაწილი, რომელსაც ასობით წელი მმართავდნენ. იმპერიის გერბზე კი გისური ჰარპი იყო გამოსახული. ისტორია: ძველი იმპერია მოიცავდა ესოსის დიდ ნაწილს, ამ დროისათვის კი ვალირიის იმპერია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. იმპერია, დროთა განმავლობაში იკრებდა ძალებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, შეიარაღებულ და კულტურულ ცენტრად. გისის იმპერიის ტერიტორიები, მათ ოქროს ხანაში სამხრეთ სოტორიოშიც გვხვდება, აქ ისინი აარსებენ ქალაქ გოროშს და კოლონიებს: ვივერნ ფოინთს და ზამეტარს. ძველი იმპერია დაეცა დაახლოებით ათასი წლის წინ, მას შემდეგ რაც ვალირიელებმა აღმოაჩინეს დრაკონი და მათი მოთვინიერებას დაეუფლნენ. 5 დიდი ბრძოლა გაიმართა ვალირიელებსა და გისის იმპეროას შორის, რომელშიც ვალირიელმა შეძლეს და დაამარცხეს გისელები დრაკონების გამოყენებით. იმის და მიუხედავად, რომ ვალირიელებმა გაანადგურეს გისის იმპერია, ერთ-ერთ შეტაკებაში გისელებმა დაამარცხეს ვალირიელები და დაარსეს ქალაქი მიერინი. უკანასკნელ ბრძოლაში ვალირიელებმა მათი დრაკონებით ფერფლად აქციეს გისელთა ქალაქები და პირამიდები, ძველი ქალაქების ტერიტორიაზე კი მარილი და გოგირდი დაყარეს, რადგან გისელებს, არ შეძლებოდათ აქ დასახლება. მემკვიდრეობა: ძველი გისური იმპერიის ენა, კულტურა და ღმერთები, დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, მათი ენა კი შეერწყა დამპყრობელი ვალირიელების ენას. დღეს დღეისობით კი ძველი გისელები მაღალი ვალირიულით საუბრობენ. დიდებული კედლები, უზარმაზარი პირამიდები და ჰარპის სკულპტურები მხოლოდ გადმონაშთიღაა იმ დიდებულების რასაც ძველი გისის იმპერია წარმოადგენდა. იმპერიის ქალაქები: ● გისი, ● ასტაპორი, ● იუნკაი, ● მიერინი, ● ჰაზდაჰანმო ● გაზდაქი, ● ვაეს მეჯჰაჰი(დოთრაკული სახელი), ● ვაეს ეფე(დოთრაკული სახელი), ● გოზაი, ● გორგაი, ● ზემეტარი, ● გოროში.