top of page

ცეცხლოვანი ველის ბრძოლა / Field of Fire


ცეცხლოვანი ველის ბრძოლა - ვესტეროსის დაბყრობითი ომების უმსხვილესი საბრძოლო დაპირისპირება. საწიერისა და დასავლეთის მიწების მეფეებმა მერნ IX გარდენერმა და ლორენ ლანისტერმა გააერთიანეს მათი ძალები, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ეიგონ I ტარგარიენისათვის. ეს იყო ერთადერთი ბრძოლა სადაც ტარგარიენებმა გამოიყენეს სამივე დრაკონი. წინაისტორია: მერნ IX გარდენერი, აცნობიერებდა თუ რა საფრთხეს ატარებდნენ ტარგარიენები, ჯერ კიდევ დაბყრობითი ომების საწყის ეტაპზე მერნი მიემართება კასტერლის კლდეზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. სწორედ ამ პერიოდში უყენებს ულტიმატუმს ეიგონ ტარგარიენი ვესტეროსის მეფეებს. იმ დროისთვის როდესაც უკვე ჰარენჰალი და გრიგალის კიდე დაეცა მერნ IX და ლორენ I მიაღწიეს შეთანხმებას შეეკრათ ალიანსი ტარგარიენების წინააღმდეგ. მერნმა და ლორენმა მოახერხეს შეეკრათ, ისეთი არმია რომელიც ვესტეროსს აქამდე არასდროს არ ჰქონდა ნანახი. არმია შედგებოდა: 45 000 ქვეითისგან, 600 ლორდისგან და 5 000 ცხენოსანი რაინდისგან. ალიანსის დიდ ნაწილს წარმოადგენდა მერნის არმია დაახლოებით 60%. ამ დროისთვის კი ეიგონს ბანაკი ჰქონდა გაშლილი "ღმერთის თვალის" ტბასთან, საკმაოდ ახლოს დამწვარ ჰარენჰალთან. ეიგონის არმია დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებ მებრძოლს ითვლიდა ვიდრე მდინარეთის ძალები, თუმცა ამას ეიგონი არ შეუშინებია ბრძოლის ველზე დაპირისპირებოდა მათ. მართალია მისი არმია ბევრად ნაკლებ მებრძოლს ითვლიდა, თუმცა მცირედი არმიით ბევრად მარტივი იყო გადაადგილება. მაშ შემდეგ კი რაც ეიგონი მიუახლოვდა "ქვის სეპტას" მას შეუერთდნენ მისი დები: რეინისი და ვისენია, თავიანთი დრაკონებით. ბრძოლის ველად იქცა ხორბლის მდელო, გაშლილი სივრცე შავწყალას სამხრეთით. არც ისე შორ "ოქროს გზისგან". ორმა მეფემ დაუყოვნებლივ მოიყვანა მათი არმია საბრძოლო წესრიგში: თავად მერნ გარდენერი სარდლობდა ცენტრს, მისი ვაჟი ედმუნდ გარდენერი ავანგარდს, მეფე ლორენი მისი რაინდებით მარცხენა ფრთას, ხოლო ლორდი ოკჰარტი მარჯვენას. ტარგარიენთა არმია კი ღია დაპირისპირებას დაცვითი ხაზის დაყენება ამჯობინა, რომელიც ჩამოგავდა ნახევარ მთვარეს: შუბოსნები დალაგდნენ ცეტრში, მათ უკან კი მშვილდოსნები და მეარბალეტეები ამოუდგნენ. ეიგონმა კი მისი დრაკონით ბელარიონით გადაწყვიტა ბრძოლაში ჩაბმა, შესაბამისად იგი ჰაერიდან ვერ უსარდლებდა მის არმიას ამიტომ სარდლობა დაავალა ჯონ მუტონს, რომელიც გაერთიანებული ვესტეროსის პირველ ლორდად მოიაზრება. შეტაკებაში პირველნი საწიერისა და დასავლეთის მიწების მებრძოლები ჩაებნენ, თავად მეფე მერნის მეთაურობით. პირველი შეტაგება მომგებიანი გამოდგა ვესტეროსული კვალიციისთვის — რაინდებმა შეძლეს და გაარღვიეს შუბოსანთა ცენტრი. სწორედ ამ მომენტში ერთვებიან დრაკონები ბრძოლაში. ბრძოლის იღბალი კი უეცრად ტარგარიენებისკენ შემოტრიალდა, ეიგონს უპირატესობას ხორბლის მდელოებიც აძლვდა — ყველას კარგად მოგვეხსენება თუ როგორ იწვის გამხმარი ხორბალი. დრაკონების ბრძოლაში ჩართვის შემდგომ ლანისტერთა და გარდენერთა არმიაში პანიკამ და შიშმა იფეთქა, თუმცა მალევე მიწყდა დრაკონთა ცეცხლმა კვალიციის არმიის მებრძოლები მათივე აბჯართან ერთად დაფერფლა და დაადნო. რომლებმაც დრაკონის რისხვას დააღწიეს თავი, მათ ცეცხლოვანმა ველმა და მშვილდოსნებმა მოუღეს ბოლო. შედეგები: დასავლეთისა და საწიერის არმია განადგურებულ იქნა ბრძოლაში: ცეცხლში დაიღუბა 4 000 მებრძოლი, დაახლოებით 1 000 ხმლით დაეცა, ხოლო 10 000 მებრძოლზე მეტი დრაკონების ცეცხლმა ფერფლად აქცია, გადარჩენილთა უმრავლესობა კი ცხოვრების ბოლომდე ცეცხლისგან მიღებული დაზიანებებით იტანჯებოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტარგარიენთა მხარემ რამოდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგა, თავად ვისენია კი დაჭრილი იქნა ხელჩართული ბრძოლისას. მეფე მერნი და მისი ვაჟები ბრძოლის ველზე დაეცნენ, გარდენერების უკანასკნელი წარმომადგენელი კი ბრძოლიდან 3 დღის შემდგომ გარდაიცვალა, ცეცხლისგან მიღებული დამწვრობებით. ეიგონის დაბყრობები კი საბედისწერო გამოდგა გარდენერთა დინასტიისთვის. ლორენ ლანისტერმა კი მოახერხა და თავი დააღწია ცხენით ბრძოლის ველს, თუმცა მეორე დღესვე იგი დაიჭირეს და დააჩოქეს ეიგონის წინაშე. ეიგონმა მისი სიტყვა შეასრულა, წამოაყენა ლორენი და უბოძა კასტერლის კლდის ლორდობა, შემდგომში კი დასავლეთის მცველადაც დაასახელა. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი ეიგონი უკან გაფრინდა ჰაიგარდენში, სასახლე კი ჰარლენ ტირელმა ჩააბარა, ეიგონმა არც ჰარლენი დაივიწყა და ტირელების საგვარეულოს უბოძა საწიერის მცველების ტიტული.

bottom of page