top of page

ტალების საგვარეულო / House Of Tully


ტალების საგვარეულო შვიდი სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი საგვარეულოა, მათ მმართველობაში შედის მდინარეთის მიწები. ტალების ციხე-სიმაგრეა რივერაინი, რომელიც გაშენებულია "წითელი კბილის" ტერიტორიაზე. მათი თქმაა: "ოჯახი, ვალი, ღირსება."

იმის და მიუხედავად, რომ ტალების საგვარეულო ყოველთვის იყო გავლენიანი და ძლიერი, მათ არასდროს უმართიათ მეფეთა სახელით, არც გმირთა ხანაში, როდესაც ტალების ზოგიერთი ვასლები მცირე მიწების მეფე-დედოფლებად გვევლინებოდნენ. ეიგონ ტარგარიენის დაბყრობითი ომების მიმდინარეობისას ტალებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ტარგარიენებს რკინადშობილებთან დაპირისპირებისას, რის გამოც შემდგომში ტალებმა ეიგონისგან მადლობის ნიშნად მდინარეთის მიწების მმართველობის უფლება მიიღეს.

საგვარეულოს ისტორია:

ტალების საგვარეულო ჯერ კიდევ პირველი ადამიანების ეპოქაში არსებობდა. ანდალების დაბყრობითი ომების დროს, პირველი ედმერ ტალი და მისი ვაჟი აქსელ ტალი დაუპირისპირდნენ ადნდალთა მეფე ტრისტიფერ IV მადს, ტრისტიფერის დამარცხების შემდეგ კი ტალები გადავიდნენ ანდალთა საუკეთესო მეთაურის არმისტედ ვენსის მხარეს, რომელმაც მადლიერების ნიშნად ტალების მდინარეთის მიწები უბოძა, სადაც მოგვიანებით აქსელმა ტალების საგვარეულო ციხე-სიმაგრე რივერანი ააგო.

რივერანის მომგებიან ტერიტორიაზე აგების შემდგომ, ტალების საგვარეულო ერთ-ერთ უძლიერეს საგვარეულოდ იქცა შვიდ სამეფოში, ანარქიის ეპოქებში კი ბევრი მეფე და ლორდი ძალისხმევას არ იშურებდა მათთან დასანათესავებლად. ტალები ამავდროულად მართავდნენ მდინარეთის დასავლეთ მიწებს, რომელიც კასტერლის კლდის მეფეებსა და ტალებს ერთმანეთისგან ყოფდა. როდესაც ძლევამოსილმა მეფე ჰამფრი ტიგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ღმერთების რელიგია მოძველებული იყო და მისი შეცვლა იყო საჭირო, ტალები, ბლექვუდებთან და ატრანტის ვანსებთან ერთად, მეფის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგნენ სათავეში. უკვე, როდესაც აჯანყება თითქმის ჩაღშოიბილი იყო ლორდმა ბლექვუდმა დასახმარებლად ქარიშხლის მიწების მეფე არლან III დურანდონ მოიხმო, რომელმაც შეძლო და დაამარცხა ტიგები, თუმცა სანაცვლოდ მდინარეთის მიწები შემოუერთა მის სამფლობელოს, ტალები და სხვა მდინარეთი საგვარეულოები კი მის ვასლებად გაიხადა.

იმ სტატუსსა და ძლიერებას, რაც დღეს გააჩნიათ ტალებს, ტარგარიენთა ვესტეროსში შემოჭრის შემდეგ მიაღწიეს. ტალებს ყოველთვის სძულდათ რკინადშობილები, თუმცა მათ წინააღმდეგ ამბოხს გაურბოდნენ. მას შემდეგ რაც ეიგონ ტარგარიენმა მისი ფლოტი დაძრა რკინადშობილებისკენ ედმინ ტალი მდინარეთის რჩეულ რაინდთა არმიით შეუერთდა ეიგონის არმიას, ჰარენჰალის დაცემის შემდგომ კი ეიგონმა მადლობის ნიშნა ტალების საგვარეულოს მდინარეთის მიწები უბოძა.

ედმინ ტალმა მისი ქალიშვილი ჰარენჰალის ვალირიელ ლორდ კვენტონს მიათხოვა, რითაც კიდევ უფრო დაუახლოვდა ტარგარიენთა დინასტიას. თავად ედმინი ლო რამოდენიმე წელი მსახურობდა მეფის მარჯვენ. ტალების საგვარეულო დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ტარგარიენთა დინასტიას, თავად რკინის ტახტის მფლობელმა ეინის ტარგარიენმა ტალების არმია გამოიყენა ჰარენჰალიდან წითელი ჰარენის გამოსაძევებლად.

ვესტეროსის სისხლისმღვრელი ამბოხის მიმდინარეობისას, რომელსაც დრაკონთა ცეკვის სახელით ვიცნობთ, ტალები ისევე როგორც სტარკები და არენები მიემხრნენ რეინერ ტარგარიენს. იმის და მიუხედავად, რომ ტალებს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ქონდათ ტარგარიენებთნა, მათთან დანათესავება მაინც ვერ მოახერხეს, ეიგონის შემოჭრიდან 240 წელს თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო: პრინცი ჯეინერისი უნდა დაქორწინებულიყო სელიე ტალიზე, თუმცა უეცრად პრინცმა გადაიფიქრა და მის დაზე შეირზე დაქორწინდა.

ეირის II ტარგარიენის მმართველობისას გარკვეული მიზეზების გამო ტარგარიენებსა და ტალებს შორის მჭირდო უერთიერთობა გაწყდა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ რივერანში გადაწყდა რობერტის ტახტზე ასვლა: ჰოსტერ ტალიმ მისი ორი ქალიშვილი კეტლინი და ლიზა დააქორწინა ორ ამბოხებულ ლორდზე ედარდ სტარკზე და ჯონ არენზე, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ალიანსს ბარათეონებთან.

ცნობილი წარმომადგენლები:

● ჰოსტერ ტალი - მდინარეთის მიწების მაღალი ლორდი.

● მერის უზნტი - ჰოსტერ ტალის მეუღლე, გადაყვა მშობიარობას.

● კეტლინ ტალი - ლორდ ჰოსტერის უფროსი ქალიშვილი. ედარდ სტარკის მეუღლე.

● ლიზა ტალი - ლორდ ჰოსტერ ტალის უმცროსი ქალიშვილი.

● ედმურ ტალი - ჰოსტერ ტალის ერთადერთი ვაჟიშვილი.

● სერ ბრინდენ ტალი, ზედმეტსახელად შავთევზა - ჰოსტერ ტალის უმცროსი ძმა. ცნობილი რაინდი.

რამოდენიმე საუკუნის წინ:

● ედმარ ტალი - საგვარეულოს ლორდი ტრისტიფერ IV მადის მმართველობისას.

● ლორდი აქსელ ტალი - ტალების საგვარეულო ციხე-სიმაგრის რივერანის მშენებელი.

● ლორდი ელტონ ტალი - მდინარეთის ლორდი ჰამფრი ტიგის მმართველობისას.

● ლორდი ტომენ ტალი - მდინარეთის ლორდი არეკ დურანდონის მმართველობისას.

● სამუელ რივერსი - ლორდ ტომელ ტალის ბუში. გარდაიცვალა რკინადშობილებთან ომში.

ეიგონის დაბყრობების შემდგომი ეპოქა:

● ედმინ ტალი - ეიგონ ტარგარიენის მარჯვენა და ერთგული მოკავშირე.

● ლორდი გროველ ტალი.

● ლორდი ელმო ტალი - დრაკონთა ცეკვის გმირი.

● კრიმიტ ტალი - მდინარეთის ლორდი და დრაკონთა ცეკვის გმირის ელმო ტალის ვაჟი.

● ლორდი მეგრად ტალი - ეშფორდის ტურნირის მონაწილე.

● სელია ტალი - იყო დანიშნული ჯეინერის II ტარგარიენზე.

ტალების ვასლები:

ბლექვუდები, ბრაკენები, დარები, ფრეები, მალისტერები, მუტონები, პაიპერები, რაიგერები, ვანცები, ვენტები.

bottom of page