top of page

სერ არტურ დეინი / Ser Arthur Dayne


სერ არტურ დეინი, ზედმეტსახელად აისის მახვილი - სამეფო გვარდიის რაინდი, ეირის II ტარგარიენის მმართველობისას. არტურ დეინი გახლდათ თავისი დროის საუკეთესო რაინდი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი სიკვდილის მანქანა ტარგარიენთა მმართველობის ხანაში.

არტურ დეინის უმცროსი ძმა - ედრიკ(ნედ) დეინი გახლავთ, ვარსკვლავთცვენის კანონიერი მემკვიდრე, მას წიგნებში ბერიკ დონდარიონის მეჭურჭლედუხუცესად ვიცნობთ. ასევე არტური უფროსი ძმაა აშარა დეინის, რომელსაც დიდი ალბათობით ნედ სტარკთან ჰქონდა რომანი, სწორედ მისგან ყავს ნედს მისი ბუში ვაჟი ჯონ სნოუ, აშარამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ისტორია:

როდესაც სერ არტურ დეინი შეუერთდა სამეფო გვარდიას, უკვე მის მფლობელობაში გახლდათ დეინების საგვარეულო მახვილი - "განთიადი", სწორედ ამ მახვილის ფლობის გამო მიიღო მან შემდგომში "აისის მახვილის" სახელი. არტურ დეინი გახლდათ ტარგარიენთა დინასტიის საუკეთესო რაინდი, მაშინაც როდესაც ამბოხების ბედი და ტარგარიენთა დინასტიის დამარცხება გადაწყვეტილი იყო, ტარგარიენებისდამი დადებული ფიცის ერთგული დარჩა და სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი მათთვის არ უღალატია.

სერ არტურ დეინი ბრძოლის ველის გარდა ამავროულად ტურნირებშიც გამოირჩეოდა, გადმოცემების თანახმად დოღში და ჩგუფურ ბრძოლაში მას ბადალი არ ყავდა. იგი გამარჯვებული გახდა ტაივინ ლანისტერის მიერ მოწყობილი დიად ტურნირის, რომელიც ეიგონის შემოჭრიდან 276 წელს გაიმართა ლანისპორტში, სადაც საჩემპიონო შეჯიბრში ვესტეროსის პრინცი რეიგარ ტარგარიენი დაამარცხა. შემდგომში არტური კვლავ დაუპირისპირდა რეიგარს, გრიგალის კიდის ტურნირზე, სადაც 12 შუბი შეალეწა მეტოქეს, საბოლოოდ კი გამარჯვება პრინცს დაუთმო. შემდგომ ჯერზე გი მათი ლეგენდარული დაპირისპირება ჰარენჰალის ტურნირზე გაგრძელდა, სადაც რეიგარმა კვლავ მოახერხა დაემარცხებინა ვესტეროსის საუკეთესო მებრძოლი. იმის და მიუხედავად, რომ რეიგარსა და არტურს შორის ტურნირებზე საჩემპიონო დაპირისპირება ხშირი იყო, მათ შორის ამ ფაქტს ურთიერთობა არ გაუფუჭებია პირიქით, მეფის საბიჯელში ხალხი არტურ დეინს რეიგარ ტარგარიენის ერთადერთ ჭეშმარიტ მეგობრად მოიხსენიებდა.

ეიგონის შემოჭრიდან 281 წელს ერის II ტარგარიენის ბრძანებით არტურ დეინი დანიშნულ იქნა სამეფო გვარდიის სარდლად, სამეფო ტყის საძმოს გასანადგურებლად წამოწყებულ ბრძოლაში. არტურ დეინმა მოახერხა ამ ბრძოლაში ტარგარიენთათვის გამარჯვება მოეტანა, მან დაამარცხა ტყის საძმო და მოკლა ვესტეროსში განთქუმი შეშლილი ღიმილა რაინდი, სწორედ სამეფო ტყეში ბრძოლის დასრულების შემდგომ აკურთხა არტურ დეინმა 15 წლის ჯეიმი ლანისტერი რაინდად, რომელიც ვესტეროსის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე აღალგაზრდა რაინდი.

ჰარენჰალის ტურნირიდან რამოდენიმე თვის შემდგომ, არტურ დეინი და ოსველ უენტი დაეხმარა რეიგარ ტარგარიენს ლიანა სტარკის მოტაცებაში, შესაბამისად რობერტის ამბოხების წინააღმდეგ სამეფო გვარდიის არც ერთ წევრს არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ისინი ამ დროისთვის პრინც რეიგართან და ლიანა სტარკთან ერთა სიხარულის კოშკში იმყოფებოდნენ.

არტურის გარდაცვალება:

ამბოხების დასასრულს სერ არტურ დეინი, ოსველ უენტი და გეროლდ ჰაიტაუერი(სამეფო გვარდიის ლორდ-მეთაური) სიხარულის კოშკთან იყვნენ დარჩენილები, სადაც ლიანა სტარკს იცავდნენ. მას შემდეგ რაც ამბოხი გამარჯვებით დასრულდა და პრინცი რეიგარიც მკვდარი იყო, ედარდ სტარკი(ლიანას ძმა), ლორდ ჰოულენ რიდთან, ლორდ უილიამ დასტინთან, ტეო ვულთან, ითან გლოვერთან, მარტინ კასელთან და სერ მარკ რისველთან ერთად დაიძრა სიხარულის კოშკისაკენ, ლიანას დასახსნელად. ლორდ ედარდმა სთხოვა სამეფო გვარდიელებს ხმლების დაყრა, თუმცა ამაოდ. ამ დაპირისპირებაში სამივე გვარდიელი გარდაიცვალა, თუმცა სანან გარდაიცვლებოდნენ, მოახერხეს და დახოცეს ყველა ჩრდილოელი ჰოულენდ რიდისა და ედარდ სტარკის გარდა. ბრძოლის მიმდინარეობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა გადმოცემების თანახმად ედარდ სტარკი დაუპირისპირდა არტურ დეინსა და ერთი-ერთზე ბრძოლაში შეძლო მისი დამარცხება, თუმცა უკვე მოგვიანებით საგის პირველ წიგნში - "სატახტოთა თამაშში" ნედ სტარკი ბრანთან იხსენებს, რომ იმ დღეს არტურ დეინი მოკლავდა მას, რომ არა ჰოულენ რიდი.

ედარდ სტარკის ბრძანებით, ბრძოლის დასრულების შემდგომ სიხარულის კოშკი დანგრეულ იქნა და მისი ქვებით დამზადდა 5 ჩრდილოელის და 3 სამეფო გვარდიელის მებრძოლის საფლავის ქვები. არტურ დეინის ლეგენდარული მახვილი - "განთიადი" კი თავად ედარდ სტარკმა დაუბრუნა არტურის ოჯახს.

ციტატა "სატახტოთა თამაშიდან" - დაპირისპირება ჩრდილოელებსა და სამეფო გვარდიელებს შორის:

"- სამკბილასთან გეძებდით - უთხრა მათ ნედმა

- იქ არ ვიყავით, - მიუგო სერ გეროლდმა.

- ვაი უზურპატორს, რომ ვყოფილიყავით, - დაურთო სერ ოსველმა.

- მეფის საბიჯელი რომ დაეცა, სერ ჯეიმიმ თქვენი მეფე ოქროს ხმლით მოკლა, და მე ვკვირვობდი, თქვენ სადღა იყავით.

- შორს, - მიუგო სერ გეროლდმა, - თორემ ეირისი ახლაც რკინის ტახტზე იჯდებოდა, ჩვენი ცრუ ძმა კი შვიდი ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებოდა გახვეული.

- გრიგალის კიდეზე ალყის მოსახსნელად მოვედი, - უთხრა მათ ნედმა, - ლორდმა ტაირელმა და ლორდ რედვაინმა დახარეს თავიანთი ბაირაღები, მათმა ყველა რაინდმა კი მუხლი მოიდრიკა და ერთგულება შემოგვფიცა. არ მეეჭვებოდა, რომ თქვენც მათ შორის გიხილავდით.

- ჩვენი მუხლი იოლად როდი იდრიკება, წარმოთქვა სერ არტურ დეინმა.

- სერ უილემ დარი დრაკონის ქვაზე გაიქცა, თქვენ დედოფალთან და პრინც ვისერისთან ერთად. ვიფიქრე, შესაძლო იყო, მასთან ერთად გაგვეცურათ.

- სერ უილემი ღირსეული და ერთგული კაცია, - თქვა სერ ოსველმა.

- მაგრამ მეფის ქეშიკი არ არის, - შენიშნა სერ გეროლდმა, - მეფის ქეშიკები არასოდეს გარბიან.

- არც მაშინ, არც ახლა, - სერ არტურმა მუზარადი დაირქვა.

- ფიცი გვაქვს დადებული, - განმარტა სერ გეროლდმა.

ნედის აჩრდილები მის ზურგს უკან შეინძრნენ, ხელთ ლანდის ხმლები იპყრეს. შვიდნი იყვნენ, სამის წინააღმდეგ.

- ახლა კი იწყება, - წარმოთქვა სერ არტურ დეინმა, აისის მახვილმა. განთიადი იშიშვლა და ორივე ხელით იპყრა. ხმლის პირი მთვარის სპეკალივით მკრთალი იყო, საკუთარი შუქით გაცოცხლებული.

- არა, - ნედის ხმა მწუხარე იყო, - ახლა კი მთავრდება."

bottom of page