top of page

მერაქსესი / Meraxes


მერაქსესი - დრაკონი, მისი ყველაზე ცნობილი მხედარია დედოფალი რეინის ტარგარიენი. ისტორია: მერაქსესი დაიბადა დრაკონის ქვაზე და სახელს ერთ-ერთი ძველი ვალირიული ღმერთის საპატივცემულოდ ატარებს. დაბყრობითი ომები: მერაქსესი მონაწილეობას იღებდა "ცეცხლოვანი ველის" ბრძოლაში ბელარიონ შავ ძრწოლასთან ერთად. ამ ბრძოლაში მერაქსესმა და მისმა ძმებმა ათასობით მებრძოლი ფერფლად აქციეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ "ცეცხლოვანი ველის" ბრძოლა იყო ერთადერთი სადაც ტარგარიენებმა მათ ხელთ არსებული სამივე დრაკონი გამოიყენეს. მას შემდეგ რაც ტორჰენ სტარკა ეიგონს მუხლი მოუყარა, ეიგონი და მისი დები გაიყვნენ. მერაქსესმა კი რეინისის მხედრობით დორნისკენ აიღო გეზო. დორნის დაბყრობა: ეიგონი და რეინისი ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ დორნის დაბყრობას. მერაქსესი ბალერიონთან ერთა იღებდა მონაწილეობას დორნელთან წინააღმდეგ ბრძოლაში დაახლოებით ე.შ 10 წელს. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ტარგარიენთა ძალები ჰერლჰოლტისათვის ბრძოლაში წაწყდნენ, დორნელთა არმია ტარგარიენების დრაკონებს სკორპიონებიდან უშენდნენ ისრებს. ერთ-ერთი გასროლილი ისარი კი მერაქსესს თვალში ხვდება, რის შემდგომაც მთელი ძალით ეხეთქება ხმელეთს, რამაც მისი მხედარი რეინის ტარგარიენი იმსხვერპლა. სიკვდილამდე აგონიაში მყოფმა მერაქსისმა კი მოახერხა და ჰელჰოლტის უმაღლესი კოშკი ჩამოანგრია.

bottom of page