top of page

მარტელების საგვარეულო / House Of Martell


ვესტეროსის ერთ-ერთი უდიდესი საგვარეულო, დორნის მმართველები. ტრადიციულად გვარის წარმომადგენლები მოიხსენიებიან "პრინცებად" და "პრინცესებად". საგვარეულო გერბზე გამოსახულია: წითელი მზე და შუბი, ოქროსფერ ველზე. მარტელების თქმაა: "ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი". საგვარეულო ციხე-სიმაგრეა - "მზეშუბი".

მარტელების საგვარეულო, პირველი ანდალური საგვარეულოა, რომელიც მრავალი საუკუნის წინ როინერების დორნში შეჭრის შემდგომ ჩამოყალიბდა. როინერთა ლაშქარს სათავეში ედგა დედოფალი ნიმერია, რომელიც დორნში შეჭრის შემდგომ დაქორწინდა მორსე მარტელზე. მარტელების საგვარეულო უკანასკნელი იყო, რომლებიც გაერთიანებულ 7 სამეფოში შევიდა, თუმცა წარსულში ტარგარიენებმა არაერთხელ გაილაშქრეს დორნზე, თუმცა ყოველი ახალი ლაშქრობა წარუმატებლობით სრულდებოდა.

დეირონ I-ის აღწერილი დორნელები:

1. "მლაშე დორნელი" - ისინი ცხოვრობენ დორნის სანაპიროებზე, სწორედ მათზე მოახდინეს ყველაზე დიდი გავლენა როინერებმა, რის გამოც მათი კანი შედარებით მუქია, ისევე როგორც თმა და ზომაშიც არიან უფრო დაბლები. მაგალითად, მარტელებიც ამ კლასს მიეკუთვნებიან.

2. "ქვიშის დორნელი" - ისინი დასახლებული არიან ცენტრალური დორნის უდაბნოებში, მათ სახე ხშირად დამწვარი აქვთ მზისგან და მათი კანი მლაშე დორნელებზე მუქია, სიმაღლეში მლაშე დორნელებს ოდნავ უსწრებენ, მაგალითად, ქვიშის დორნელებს მიეკუთვნებიან ულერთა საგვარეულო, ჯოჯოხეთგორიდან - საიდანაცაა უკანონო შვილი - ელარია სენდი. (Hellholt).

3. "ქვიანი დორნელი" - დასახლებულები არიან წითელი მთების სიმაღლეებზე და უფრო მეტად ანდალთა და პირველ კაცთა სისხლი ურევიათ, მათზე პრაქტიკულად გავლენა ვერ მოახდინეს როინერებმ, ისინი უფრო მეტად ტიპურ სამხრეთ ვესტეროსელებს გვანან ქერა ან ყავისფერი თმით, ოღონდ დამწვარი სახით. მაგალითად ამ ჯგუფს მიეკუთვნება დეინთა გვარი ვარსკვლავთცვენიდან.

4. ასევე არსებობს ძალიან მცირე ჯგუფი - მწვანესისხლიანები, რომლებიც აღმოსავლეთ დორნში მდინარე მწვანესისხლის გარშემო ცხოვრობენ, ამ მდინარეს ეთაყვანებიან, როგორც დედა როინს და სრულად აგრძელებენ როინულ ტრადიციებს, მიუხედავად იმისა რომ გარეგნობით მლაშე დორნელებს გვანან.

საგვარეულოს ისტორია:

მარტელები თავიანთ წარმოშობას ლეგენდარულ მოგზაურ მორგან მარტელს უკავშირებენ. ანდალების შემოჭრის ეპოქაში მორგან მარტელმა მისი მეგობრებითა და ნათესავებით მიაღწია აღმოსავლეთ დორნს. იმ დროისათვის კი დორნის აღმოსავლეთ მიწებს მართავდა პირველი ადამიანების ორი გვარი: ვეიდები და შელები, თუმცა მორგან მარტელის ჯარმა მოახერხა და ორივე საგვარეულო გაანადგურა, მათი სასახლეები კი ცეცხლს მისცა. ვეიდებისა და შელების დამარცების შემდგომ კი დორნის აღმოსავლეთ ნაწილი მორგან მარტელის ტერიტორიად იქცა.

ეიგონის შემოჭრამდე 700 წელს დორნის ნაპირებს მიადგა უდიდესი ფლოტი - 10 000 გემით, თუ გადმოცემებს დავუჯერებთ. ეს ფლოტი ეკუთვნოდათ ესოსიდან გამოქცეულ როინერებს, სადაც მათი იმპერია ვალირიელებმა გაანადგურეს. როინერთა დედოფალი ნიმერია, ეძებდა ახალ სახლს მისი ხალხისთვის, რაც შეეხება მორგანს, მან როინერებში ძლევამოსილი მოკავშერე დაინახა, ამიტომ მან იქორწინა ნიმერიაზე, მისი რაინდები კი როინერ ქალებზე დააქორწინა. ქორწილის შემდგომ კი მორგან მარტელმა აირჩია ახალი გერბი. თერთმეტი წლის განმავლობაში მორგანმა და ნიმერიამ შეძლეს და მთელი დორნის დაბყრობა მოახერხეს, რითიც საფუძველი ჩაუყარეს ვესტეროსის ერთ-ერთ უძლიერეს საგვარეულოს.

როესაც ეიგონ დამბყრობელი მის დებთან და დრაკონებთან ერთად შემოიჭრა ვესტეროსში მან გააერთიანა ყველა სამეფო, დორნის გარდა. დეირონ I ტარგარიენის მცდელობამ დორნი დიდი არმიის წყალობით აეღოთ დიდი ზარალი მოუტანა ტარგარიენთა დინასტიას, საბოლოოდ კი დორნელებსა და ტარგარიენებს შორის შეთანხმება ქორწინების გზით დამყარდა დეირონ II ტარგარიენმა ცოლად მოიყვანა მარიე მარტელი, რითიც 100 წლიან შუღლს ტარგარიენებსა და მარტელებს შორის წერტილი დაესვა.

ცნობილი წარმომადგენლები:

საუკუნეების წინ:

● მორგან მარტელი - საგვარეულოს დამაარსებელი.

● პრინცი მორს მარტელი - დორნის მმართველი და 4 ქალიშვილის მამა.

● პრინცი მორს II მარტელი - იმპერიის მეფის ვაჟი.

ეიგონის შემოჭრის შემდგომ:

● პრინცესა მერია მარტელი - დორნის მმართველი ეიგონის დაბყრობითი ომებისას.

● პრინცი იმორ მარტელი - დორნის მმართველი.

● პრინცესა დერია მარტელი - პრინცი იმორის ქალიშვილი

● პრინცი კვორენ მარტელი - დორნის მმართველი დრაკონთა ცეკვის ხანაში.

● პრინცესა ალიანდრა მარტელი - პრინც კვორენის ქალიშვილი.

● პრინცი მარონ მარტელი - მისი მმართველობის ეპოქამ წერილი დაუსვა 100 წლიან შუღლს ტარგარიენებსა და მარტელებს შორის და გაერთიანებული ვესტეროსის ნაწილი გახადა დორნი.

● დედოფალი მირია მარტელი - მარონ მარტელის და, დეირონ II ტარგარიენის მეუღლე.

თანამედროვე:

● სერ ლივენ მარტელი - სამეფო გვარდიის რაინდი ეირის II ტარგარიენის მმართველობისას.

● პრინცი დორან მარტელი - დორნის ამჟამინდელი მმართველი.

● არიანე მარტელი - დორან მარტელის უფროსი ქალიშვილი.

● კვენტინ მარტელი - პრინც დორან მარტელის უფროსი ვაჟი.

● ტრისტან მარტელი - დორან მარტელის უმცროსი ვაჟი.

● მორის მარტელი - დორან მარტელის ძმა.

● ოლივარ მარტელი - დორან მარტელის ძმა.

● ელია მარტელი - დორან მარტელის და და რეიგარ ტარგარიენის მეუღლე.

● ობერინ მარტელი(წითელი ასპიტი) - დორან მარტელის უმცროსი ძმა.

● მანფრი მარტელი - დორან მარტელის ბიძაშვილი

დორნის ვასლები:

ალირიონები, ბლექმონტები, დელტები, დეინები(ვარსკვლავთცვენის), დეინები(მაღალი ერმიტაჟის), გარგალენები, ჯორდეინები, მენვუდები, ქორგილები, სანტაგერები, ტოლენდები, ულერები, ვაიზები, ვაილები, აირონვუდები.

bottom of page