კვოხორის ბრძოლა/Battle of Qohor
ბრძოლა რომელიც გაიმართა 5 მეფის ომამდე 400 წლით ადრე. 20000 კაციანი დოთრაკთა არმია შეჩერებული იქნა კვოხორის კარიბჭესთან 3000 უზადოს მიერ. ამ ბრძოლის შესახებ შეითღზა სიმღერები, სწორედ ამით მოაღწია ჩვენამდე ამ დიდებულმა ბრძოლამ. წინაპირობები: კვოხორს თვალი დაადგა დოთრაკთა ხალმა ტემომ. მან არამარტო ქალაქის გაძარცვა მოინდომა არამედი მისი დაბყრობაც და მის ტერიტორიებში შემოერთებაც, სადაც მან გაგზავნა 20000 მებრძოლი. მოსალუდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად კვოხორელმა მმართველებმა დაიქირავეს უმცროსი ვაჟები და 3000 უზადო ქალაქ ასტაპორიდა. უზადონი - ქვეითი მებრძოლნი არიან, შესაბამისად მათ ვერ მიუსწრეს ბრძოლის დაწყებას. კვოხორის მძიმე კავალერია დამარცხდა მსუბუქად შეჭურვილი დოთრაკებისა და მათი მშვილდოსნების წინააღმდეგ. კვოხორელთა დაქირავებული მებრძოლები კი ბრძოლიდან გაიქცნენ. დოთრაკებმა შებინდებისას მოაწყვეს დღესასწაული. სანამ ისინი სვამდნენ და გამარჯვებით ტკბებოდნენ, უზადოებმა შეძლეს მათში გასვლა და მტერს გამთენიისას კვოხორის კარიბჭესთან დაუხვდნენ. უზადონი იყვნენ ძალიან ცოტანი შესაძლებელი იყო მათი ალყაში მოქცევა და განადგურება, თუმცა დოთრაკები ტაქტიკით დიდად არ გამოირჩევიან ისენი ესხმიან ქალაქებს და ძარცვავენ ხოლო პირდაპირი დაპირისპირება მათი საქმე არაა. შესაბამისად ისინი მტერს პირდაპირ შებნენ. ტემომ ბრძოლაში მშვილდოსნებიც დაიხმარა მაგრამ ამაოდ უზადონი ფარებით იგერიებდნენ ისრებს. დოთრაკებმა საერთო ჯამში 18-ჯერ შეუტიეს მაგრამ 18-ივეში დამარცხდნენ. ბრძოლის დასრულების შემდგომ ცოცხლად გადარჩა მხოლოდ 600 უზადო ხოლო, დოთრაკებმა 12000 მებრძოლი დაკარგეს ამასთან ხალი ტემო და მისი ვაჟებიც. მოვლენები: დოთრაკთა წესის თანახმად, დამარცხებულმა მებრძოლებმა თმები მოიჭრეს და უზადოებს გადაუგდეს. უზადოებმა მშვენივარდ შეასრულეს დაკისრებული საქმე შესაბამისად, დღემდე იცავენ კვოხორს და სხვა თავისუფალ ქალაქებს მომთაბარე დოთრაკებისგა.