ზამთრის მეფეები / Kings Of Winter
ზამთრის მეფეები — ჩრდილოელ მეფეთა ტიტული, ზამთრის მეფეთა ტერიტორია ვრცელდებოდა გადასალახიდან კედლამდე. მმართველობა კი გმირთა ხანიდან ეიგონის დაბყრობით ომამდე. სტარკთა საგვარეული წარსულში ითვლებოდა სამეფო დინასტიად, შესაბამისად ზამთრის მეფეთა თითოეული წარმომადგენელი ამ საგვარეულოს წევრი გახლდათ. ჩრდილოეთის უკანასკნელი მეფედ ითვლება ტორჰენ სტარკი, რომელიც ჯერ კიდევწიგნებში აღწერილ ისტორიებამდე არსებობდა. ტორჰენ სტარკის მმართველობის დამასრულებლად ეიგონის დაბყრობითი ომები ითვლება, ასევე ტორჰენი ცნობილია შემდეგი სახელწოდებით - "მეფე რომელმაც მუხლი მოიყარა". ზამთრის მეფენი: ● ბრანდონ I სტარკი - ყველასთვის კარგად ცნობილი ბრანდონ მშენებელი. ● ბრანდონ II სტარკი - ლეგენდარული ბრანდონ მშენებლის ვაჟი. ● ბრანდონ III სტარკი - ზედმეტსახელად გამანადგურებელი. სწორედ ის მიუძღოდა გრძელი ღამის ხანაში გაერთიანებულ არმიას ღამის მეფის წინააღმდეგ. ● დორენ სტარკი - ჩრდილოეთის მეფე სტარკთა საგვარეულოდან. ● ჰარლონ სტარკი - ჯონ სნოუს თქმით ჰარლონი რამოდენიმე ასეული წლის წინ ცხოვრობდა. გადმოცემების თანახმად ის მონაწილეობას იღებდა ბოლტონებისა და სტარკების დაპირისპირებაში. ● ჯონ სტარკი - ჩრდილოეთის მეფე და რიკარდ სტარკის მამა. სწორედ ჯონის მმართველობიას აიგო თეთრი ნავსადგური. ● რიკარდ სტარკი. ● ედრიკ სტარკი. ● ბრანდონ IV სტარკი. ● ბენჟენ I სტარკი - ზედმეტსახელად მწარე. მისი მმართველობის წლები უცნობია. ● ბენჟენ II სტარკი - ზედმეტსახელად ტკბილი. ● ეირონ სტარკი - ჩრდილოეთის მეფე და ვინტერფელის ლორდი. ● ედეირონ სტარკი. ● ულტონ სტარკი - ზედმეტსახელად მთვარის მეფე. ● ბრანდონ V სტარკი - ზედმეტსახელად სულელი. მისი მმართველობის წლები უცნობია. ● ჯონის სტარკი - ჩრდილოეთის მეფე და ჯორაჰ სტარკი ძმა. ● ჯორაჰ სტაკი - ჩრდილოეთის მეფე და ჯონის სტარკის ძმა. ● ბრანდონ VI სტარკი - ზედმეტსახელად გემთმშენებელი. ● ბრანდონ VII სტარკი - ზედმეტსახელად მეჩირაღდნე. ● თეონ სტარკი - ზედმეტსახელად მშიერი მგელი. ჩრდილოელთა მეფე ანდალთა შემოჭრისას, ასევე ის ცნობილია მისი უამრავი ბრძოლით. ● ბრანდონ IX. ● როდრიკ სტარკი - როდრიკი იყო ის ვინც დათვის კუნძული დაიბყრო და შემდგომში მორმონტებს გადასცა საგვარეულო სასახლედ. ● ედვინ სტარკი - ზედმეტსახელად გაზაფხულის მეფე. ● ტორჰენ სტარკი - ზედმეტსახელად "მეფე რომელმაც მუხლი მოიყარა". ჩრდილოეთის უკანასკნელი მეფე. როდესაც ეიგონ ტარგარიენი ჩრდილოეთს მოადგა, ტორჰენმა მას დაუჩოქა და ზამთრის მეფეთა გვირგვინი გადასცა.