top of page

ვინტერფელი / Winterfell


ვინტერფელი — სტარკთა საგვარეულო ციხე-სიმაგრე, მდებარეობს ჩრდილოეთის გულში. გადმოცემების თანახმად ციხე-სიმაგრე აშენდა 1000 წლის წინ, ხოლო მის მშენებლად ლეგენდარული ბრანდონ მშენებელი ითვლება.

ზოგადი ინფორმაცია:

ვინტერფელი აშენებულია მთებზე, შესაბამისად ციხე-სიმაგრის მშენებლობისას მიწის ერთ დონეზე გასწორება არ მომხდარა, სწორედ ამით აიხსნება ნაგებობების არაპროპორციულობა. მეისტერთა გადმოცემების თანახმად ვინტერფელი რამოდენიმე საუკუნის მანძილზე იგებოდა. ლეგენდების თანახმად ციხე-სიმაგრის მშენებლობაში ბრანდონ სტარკს გიგანტებიც ეხმარებოდნენ, თუმცა სიმაგრეების უდიდესი ნაწილი ბრანდონის სიკვდილის შემდგომაა აშენებული. ვინტერფელის სტილის არქიტექტურული ნაგებობა ძველ ეპოქაში უიშვიათესი რამ იყო, შესაბამისად შემდგომში სხვა ციხე-სიმაგრეების მშენებლობისას ხშირი იყო ბრანდონის არქიტექტურული სტილით ხელმძღვანელობა.

ვინტერფელი ნაგებია ცხელ წყაროებზე. ცხელი წყაროები ციხე-სიმაგრის კედლებში მილებითაა გაყვანილი, შესაბამისად ზამთრშიც კი სიმაგრის დიდი ნაწილი ინარჩუნებს სითბოს.

ციხე-სიმაგრის გარეთ კი მდებარეობს ჩრდილოეთის უმსხვილესი სავაჭრო ქალაქი - ზამთარ ქალაქი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზამთრის დადგომასთან ერთად ქალაქის მოსახლეობაც იზრდება. ქალაქში მრავლად ვხვდებით: ბორდელებს, ტავერნებს და სასტუმროებს ვინტერფელში ჩამოსული სტუმრებისათვის.

ნაგებობები:

1. ჩრდილოეთის კარიბჭე — ჩრდილოეთის კარიბჭე თითქმის ორჯერ დიდია სამხრეთიზაზე. კარიბჭეში მრავლად გვხვდება საიდუმლო გასასვლელები კედლებში, რომლებც ციხე-სიმაგრის ნაგებობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

2. განაგურებული კოშკი — ციხე-სიმაგრის უძველესი ნაგებობა. სიმაგრის უმაღლესი დამცველობითი კოშკი.

3. ზამთრის პარკი — სათბური, რომელიც განთავსებულია კედლებს შორის. პარკში ზამთარშიც კი მრავლადაა ახალი ხილი და ბოსტნეული.

4. აკლდამა — იგი მდებარეობს ციხე-სიმაგრის უძველეს ნაწილში, დანგრეული კოშკის დასავლეთით. აკლდამაში ღრმად ჩადის კიბეები, რომლის ბოლოსაც ვრცელ დერეფანში ვხვდებით, სადაც განთავსებულია ვინტერფელის ლორდების და ზამთრის მეფეების აკლდამები.

5. პირველი კოშკი — სიმაგრის მთავარი საყრდენი. კოშკი არის მრგვალი, თუმცა ამავდროულად იგი იმაზე მაღალია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბევრი თვლის რომ ეს კოშკი სიმაგრის უძველესი ნაგებობაა, თუმცა ეს ასე არაა, მრგვალი სახის არქიტექტურული ნაგებობები ვესტეროსში ანდალების შემოჭრის შემდეგ ჩნდება.

6. სალოცავი ტყე — უძველესი ტყე, რომელიც მდებარეობს ციხე-სიმაგრის კედლებში, მისი ასაკი დაახლოებით 10 000 წელია. იგი გაშენებულია 3 აკრზე(1,2 კილომეტრზე).

7. გუშაგთა სიმაგრე — გრძელი საწყობის სტილის ნაგებობა, სადაც ინახება გუშაგთა შეიარაღება.

8. აღმოსავლეთის კარიბჭე — სწორედ ამ კარიბჭეზე გადის სამეფო გზა.

9. არსენალი — ციხე-სიმაგრის შეიარაღების საწყობი.

10. დასავლეთის კარიბჭე — თუ ამ კარიბჭიდან გახვალთ და ზამთარ ქალაქსაც გასცდებით, მიადგებით მგლის ტყეს, რომელიც ცნობილია ნადირის მრავალფეროვნებით.

11. მცირე კარიბჭე — თუ ლორდი სანადიროდ წასვლას მოინდომებს, იძულებულია სწორედ ეს კარიბჭე გაიაროს.

12. სასტუმრო სახლი — ვინტერფელის სტუმართა სამყოფელი.

13. საიდუმლო გასასვლელი — მდებარეობს არსენალისა და დიდებულ კარიბჭეს შორის.

14. დიდებული კარიბჭე — ციხე-სიმაგრი უმთავრესი კოშკი, სადაც ცხოვრობს ვინტერფელის ლორდი მის ოჯახთან ერთად.

15. ყვავის კოშკი — კოშკში დამწყვდეული ყავთ ყვავები, რომლებსაც შემდგომში წერილების და შეტყობინების გასაგზავნად იყენებენ. სწორედ აქ ცხოვრობენ მეისტერები.

16. სამზარეულო — მრგვალი ნაგებობა დასავლეთის კარიბჭესთან.

17. მთავარი ეზო — მთავარ ეზოში ვარჯიშობენ ციხე-სიმაგრი მცველები და მებრძოლები.

18. ზარების კოშკი — მდებარეობს დასავლეთის კარიბჭესთან. ზარების კოშკსა და მეისტერთა კოშკს შორის გადებულია ხიდი, რომლითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან.

19. ბიბლიოთეკა — ბიბლიოთეკაში ინახება 100 000 წიგნი, აქიდან უმრავლესობა ერთადერთი ეგზემპლარია მთელ ვესტეროსში.

20. სეპტა — მომცრო სამლოცველო ნაგებობა, აშენებულია კეტლინ სტარკის საპატივცემულოდ. შეგახსენებთ სეპტაში პატივს მიაგებენ შვიდეულს.

21. თავლა — განთავსებულია დასავლეთის კედელთან.

22. დიდი დარბაზი — აქ იმართება დარბაზობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები. დარბაზში დგას ჩრდილოეთის მეფეთა დიდი ტახტი, რომელიც მოპირკეთებულია მგელსაზარების ორნამენტებით.

23. სამჭედლო — განთავსებულია მთავარ კარიბჭესთან.

24. სამხრეთ კარიბჭე — ვინტერფელის მთავარი კარიბჭე.

bottom of page