ვაგარი / Vhagar
ვაგარი - დრაკონი, მისი ყველაზე ცნობილი მხედარი იყო ვისენია ტარგარიენი, ეიგონ დამბყრობლის უფროსი და და ცოლი. სისხლიანი საუკუნე: ვაგარი დაიბადა ე.შ 51 წელს, დრაკონის ქვაზე, სახელს კი ერთ-ერთი ძველი ვალირიელი ღმერთის საპატივცემულოდ ატარებს. მისი პირველი მხედრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, იმ დროისთვის როდესაც ვისენია გახდა მისი მხედარი დრაკონი უკვე 25 წლის იყო. ეიგონის დაბყრობითი ომები: შავწყალაზე დაშვების შემდგომ ეიგონმა მის დებს დაავალა მდინარესთან ახლოს მდებარე ციხე-სიმაგრეების დაბყრობა. სტოკვორთის აღების მცდელობისას რამოდენიმე მეარბალეტემ სცადა ვისენიას მიმართულებით ისრის სროლა, თუმცა ამაოდ ვაგარის ცეცხლა ისინი შთანთქა. საბოლოოდ სტოკვორთის ნახევრად დამწვარი ციხე-სიმაგრე მტერს ჩაბარდა. კორონაციიდან რამოდენიმე დღის შემდგომ, ეიგონმა კვლავ განაგრძო მისი დაბყრობები, ტარგარიენთა ფლოტი დეიმონ ბალერიონის გავიდა შავწყალიდან ჩრდილოეთის მიმართულებით - კერძოდ გულთაუნისკენ და ველისკენ. სწორედ ამ ფლოტთან ერთად იმყოფებოდნენ დედოფალი ვისენია და ვაგარი. მას შემდეგ რაც ველში ჩავიდა ამბები ტარგარიენთა ფლოტის მოახლოების შესახებ, მათ თავიანთი ფლოტი რამოდენიმე ათეული ბრაავოსული საბრძოლო გალერით გააძლიერეს და ბრძოლის ველზე სასტიკად დაამარცხეს ტარგარიენთა ფლოტი. ველის ფლოტმა შეძლო და ჩაძირა ტარგარიენების ფლოტის მესამედი, დაახლოებით ამდენი კი თავად დაისაკუთრეს, თუმცა გამარჯვება დიდხანს არ გაგრძელებულა, ვისენია და ვაგარი ციდან დააცხრნენ თავს და გადაწვეს როგორც ველის ასევე ტარგარიენების ფლოტიც. ვაგარი ბალიონთან და მერაქსისთან ერთად იღებდა "ცეცხლოვანი ველის" ბრძოლში მონწილეობას, სადაც მათმა ცეცხლმა ათასობით მებროლი იმსხვერპლა, მათ შორის მეფე მერნი და გარდენერთა დიადი დინასტია. მას შემდეგ რაც ჩრდილოეთის მეფემ, ტორჰენ სტარკმა რივერანი გადმოკვეთა 30 000 ნებრძოლით, ტარგარიენთა არმიამ სასწრაფოდ გეზი აიღო ჩრდილოეთისაკენ, მებრძოლებს კი წინ ბელარიონ შავ ძრწოლზე ამხედრებული ეიგონ ტარგარიენი მიუძღოდა. ეიგონმა ასევე დახმარებისთვის უხმო მის 2 დას და ყველა იმ ლორდს რომელმაც მას შემოჰფიცეს ერთგულება. როდესაც ტორჰენ სტარკი მიუახლოვდა სამკბილას ნაპირს, ნახა რომ მეორე სანაპიროზე მის არმიაზე 2 ჯერ დიდი არმია ელოდა, 3 დრაკონით რომლებიც წრიულად უვლიდნენ ტარგარიენთა გაერთიანებულ ძალებს. ტორჰენ სტარკის ძმამ კი ღამე მდინრეზე გადასხვლა და მძინარე დრაკონების მოკვლა განიძრახა. თუმცა გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდგომ თავად ტორჰენ სტარკმა გადაცურა სამკბილა და მუხლი მოიყარა ეიგონ ტარგარიენის წინაშე, რამაც ეიგონი მისდამი ნდობით აღავსო, ზამთრის მეფის წოდების ჩამორთმევის შემდგომ ეიგონმა სტარკებს ვინტერფელისა და ჩრდილოეთის მცველის ტიტული უბოძა. მას შენდეგ რა ეს გრძელი გზა დასრულდა, ტარგარიენების ძალები გაიყო. ვაგარი ვისენიას მხედრობით ველისკენ გაემართა, სადაც მან ველის დედოფალს აიძულა მუხლი მოეყარა, სწორედ ასე შემოუერთა ვისენიამ მის ძმას კიდევ 1 სამეფო. ვისერის I ტარგარიენის ხანა: ვისერისის მმართველობისას ვაგარის მხედრად გვევლინება ლეინა ბელარიონი, დეიმონ ტარგარიენის ცოლი. დრაკონთა ცეკვის ხანა: სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვაგარ მართავდა ეიმონდ ტარგარიენი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ბრძოლში, მისი ძმის ეიგონ II-ს მხარეს. ვაგარმა და მისმა მხედარმა გაანადგურეს დრაკონუ არაქსი და მისი მხედარი ლუცერის ბელარიონი, შემფგომში კი მელის და რეინის ტარგარიენებიც. ერთხელაც ერთ-ერთი ბრძოლის მიმდინარეობისას, ღმერთის თვალის ტბასთან ვგარი მოკვდა მის მხედართან ერთად, პრინც დეიმონისა და მისი დრაკონის კარაქსესის წინააღმდეგ ბრძოლაში. სიკვდილის მიზეზი კი ძლიერი ჭრილობა გახდა რაც მას კარაქსესმა მიაყენა, ხოლო მისი მხედარი ეიმონდი კი პრინცმა დეიმონმა მოკლა ხმლით. დაპირისპირების შემდგომ ორივე დრაკონი ტბაში ჩავარდა, მათ მხედრებთან ერთად. ვაგარი რამოდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, მისი ამოყვანა კი დრაკონთა ცეკვის დასრულების შემდგომ მოხერხდა. ვაგარის ჩონჩხი დღეს-დღეისობით ინახება მეფის საბიჯელის სცავებში. თადაპირველად მისი ჩონხი დარბაზში იყო გამოკიდული, თუმცა მას შემდეგ რაც რობერტმა გაიმარჯვა ამბოხში და ტახტი დაისაკუთრა, თითოეული დრაკონის ჩონჩხის საცავში ჩატანა ბრძანა.