top of page

ეიგონ I ტარგარიენი / Aegon I Targaryen


ეიგონ I ტარგარიენი, მას ასევე ვიცნობთ ეიგონ დამბყრობლის სახელით - გაერთიანებული ვესტეროსის პირველი მეფე ტარგარიენთა დინასტიიდან. ეიგონი დაქორწინებული იყო მის ორ დაზე: ვისენია და რეინის ტარგარიენზე, მათგან კი ყავდა ორი შვილი: ეინისი და მეიგორი, რომლებიც შემდგომში ვესტეროსის მეფეებად გვევლინებიან. ეიგონ ტარგარიენმა 3 დრაკონის დახმარებით მოახერხე დაებყრო ვესტეროსის 6 სამეფო(დორნის გამოკლებით). ეიგონის ბრძანებითაა აგებული მეფის საბიჯელი, ასევე მისი ინიციატივით აიგო რკინის ტახტი, რომელიც მისი მტრების ხმლითაა ნაჭედი. ეიგონმა დიდი გავლენა იქონიას მის საგვარეულოზე, მას შემდეგ რაც იგი გარდაიცვალა მრავალი წლის განმავლობაში მეფეებს ტარგარიენთა დინასტიაში მის საპატივცემულოდ ეიგონს არქმევდნენ. აღნაგობა და ხასიათი: ეიგონში ჩქეფდა ვალირიული სისხლი, შესაბამისად იგი იყო: მაღალი, ფართო ბეჭიანი, უბადლო მებრძოლი. ასევე იგი ყველასგან გამორჩეული იყო მისი ქარიზმატულობითა და სიძლიერით. როგორც ტარგარიენების უმრავლესობას, ისიც გამოირჩეოდა ვერცხლისფერი თმით და მუქი იასამნისფერი თვალებით. ბიოგრაფია - ოჯახი: ეიგონი გახლათ ერთადერთი ვაჟიშვილი ლორდ ეირონ ტარგარიენისა და ველინ ბელარიონის ოჯახში, მას ასევე ყავდა ორი კანონიერი და ვისენია და რეინისი და ერთი უკანონო ძმა ორის ბარათეონი. ტარგარიენთა ტრადიციის თანახმად ეიგონი უნდა დაქორწინებულიყო მის უფროს და ვისენიაზე, თუმცა ეიგონმა როგორც ვისენიაზე ასევე რეინისზეც იქორწინა. გადმოცემებს თუ დავუჯერებთ მის ამ საქციელს შემდეგნაირი ახსნა ჰქონდა: იგი ვისენიაზე დაქორწინდა ოჯახის ტრადიციის გამო, ხოლო რეინისზე სიყვარულის გამო. დაბყრობითი ომების მიმდინარეობისას: ეიგონ ტარგარიენის გეგმა ვესტეროსის ასაღებად საკმად ამბიციური ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევით, მან მაინც შეძლო ამ გეგმის შესრულება. როდესაც უკვე ყველაფერი დაგეგმილი იყო ეიგონ ტარგარიენი მის დებთან, 3 დრაკონთან და ტარგარიენთა არმიასთან ერთად დაეშვა შავწყალას ნაპირზე. 3 დრაკონის დახმარებით მან მოახერხე და დაიბყრო ვესტეროსის 6 სამეფო და ამასთან შექმნა ახალი ტერიტორია, რომელსაც საწიერი უწოდა. ეიგონმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა დორნის დაბყრობას, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა დორნი დამოუკიდებლად გამოეცხადებინა. გარდაცვალება: ეიგონ ტარგარიენი გარდაიცვალა ვესტეროსის დაბყრობიდან 37 წლის შემდგომ, ტარგარიენთა საგვარეულო სასახლეში - დრაკონის ქვაზე. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა ითვლება, მისი სხეული კი ტარგარიენთა წესის თანახმად დაწვეს.

bottom of page