გიგანტური ყინულის ობობა / Giant Ice Spider
გიგანტური ყინულის ობობები მოხსენიებულები არიან ლეგენდებსა და გრძელი ღამის ეპოქის გადმოცემებში. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, მათი მხედრები იყვნენ "სხვები". ჯერ კიდევ საგის პირველ წიგნში - "სატახტოთა თამაშში" ვინტერფელის მეზღაპრე ბებერი ნენი უყვება ბრანს ყინულის ობობებზე რომლებსაც მმართავდნენ სხვები, ცოტათი მოგვიანებით კი საგის მე-4 წიგნში - "ყვავთა ნადიმში" სემუელ ტარლი "შავციხის" ბიბლიოთეკაში აწყდება უძველეს ჩანაწერებს სადაც მოხსენიებულნი არიან ყინულის ობობები, რაზეც შემდგომში ჯონსაც უყვება. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით წიგნებში არც ყინულის ობობები და არც ღამის მეფე არ გვინახავს, თუმცა ჯორჯ მარტინმა უკვე დაანონსა მე-6 წიგნში - "ზამთრის ქარებში" ბნელი თავების არსებობა, ასე რომ გამორიცხული არაა ღამის მეფის თავებიც ვიხილოთ წიგნში. შეგახსენებთ რომ ლეგენდებისა და გადმოცემების თანახმად წიგნის ღამის მეფე ბევრად დიდი მაგიის და ძალის მქონეა ვიდრე მას შოუში ვხედავთ.