ბარათეონთა საგვარეულო / House Of Baratheon
ვესტეროსის ერთ-ერთი დიდებული საგვარეულო. ისინი მართავენ გრიგალი მიწებს, საგვარეულო ციხე-სიმაგრე კი გრიგალის კიდე გახლავთ. საგვარეულო გერბზე გამოსახულია, გვირგვინოსანი ირემი ოქროსფერ ველზე. მათი დევიზია "რისხვა ჩვენია".
ბარათეონთა ამბოხის დამსახურებით, საგვარეულო იქცა ვესტეროსის მმართველ დინასტიად. საგის პირველ წიგნშიც "სატახტოთა თამაშებში" რკინის ტახტზე ბარათენთა წარმომადგენელი რობერტ ბარათეონი ზის. ასევე საგის მიმდინარეობისას ბარათეონთა მიწების შემადგენლობაში შედის გრიგალის კიდე და დრაკონის ქვა. ბარათეონები გამოირჩევიან, ახოვნებით, ნახშირივით შავი თმითა და ცისფერი თვალებით.
საგვარეულოს ისტორია:
ბარათეონდა საგვარეულო სხვა დიდებულ საგვარეულოებთან შედარებით ახალგაზრდა გვარია, იგი ჩამოყალიბდა ეიგონ I ტარგარიენის დაბყრობითი ომებისას. საგვარეულო დაარსებულ იქნა ორის ბარათეონის(რომელიც ეიგონ ტარგარიენის ერთ-ერთი დასრდალი გახლდათ) და მისი ბუში ძმის მიერ. მას შემდეგ რაც, ორისმა მოკლა დურანდონთა დინასტიის უკანასკნელი მეფე, იქორწინა დურანის ქალიშვილზე, მისი გერბი და მიწები კი თავად მიისაკუთრა. ორის ბარათეონი, ამავდროულად გახლდათ ეიგონ დამბყრობლის მარჯვენა ხელი, თუმცა დორნში არასახარბიელო ლაშქრობების შემდგომ მან ეს თანამდებობა დაკარგა.
ორისის შვილიშვილი რობერ ბარათეონი გახლდათ პირველი გავლენიანი ლორდი, რომელმაც რკინის ტახტისთვის ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ მეფე ჯეინერის ტარგარიენს, რისთვისაც შემდგომში მეფის მარჯვენის ტიტული მიიღო. რობერი ასევე ასრულებდა ლორდ-დამცველი მოვალეობას, მანამ სანამ მეფე სრულწლოვანი გახდებოდა. ბლექფაიერთა ამბოხისას კი ბარათეონებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ტარგარიენთა დინასტიის წარმომადგენელ პრინც ბეილორ ტარგარიენს.
ორმუნდ ბარათეონი გახლდათ ჯეინერის II ტარგარიენის მარჯვენა, რომელიც ტარგარიენთა არმიას სარდლობდა მრავალი წლის განმავლობაში. მისი შვილი კი სტეფონ ბარათეონი გახლდათ ეირის II ტარგარიენის უახლოესი მეგობარი, სწორედ სტეფონი გაუშვა ეირისმა თავისუფალ ქალაქებში ვალირიული სისხლის მქონე ქალიშვილის მოსაძებნად, რომელიც შემდგომში პრინც რეიგარის ცოლი უნდა გამხდარიყო. ვესტეროსში დადიოდა ხმები, რომ სტეფონის დაბრუნების შემდეგ ეირისი მას ტაივინთან ერთად მის მაჯვენად გამოაცხადებდა, თუმცა თავისუფალი ქალაქებისკენ მიმავალი გემი ქარიშხალში მოყვა, თავად სტეფონი და მისი ცოლი კი წყალმა შთანთქა. სტეფონის გარდაცვალების მერე კი გრიგალის კიდე დარჩა ახალგაზრდა რობერტ ბარათეონს.
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, რობერტ ბარათეონი იწყებს ტარგარიენთა წინააღმდეგ ამბოხს, რაც ისტორიასში ბარათეონთა ამბოხის სახელით შევიდა. ბარათეონებმა მოახერხეს და დაამარცხეს მმართველი ტარგარიენთა დინასტია, რკინის ტახტზე კი თავად რობერტ ბარათეონმა დაიკავა. რობერტი მმართველობის ადრეული წლები შეგვიძლია ოქროს ხანად, ჩავთვალოთ, სწორედ ამ წლებში ჩაახშვეს ბარათეონებმა გრეიჯოების ამბოხი პაიკზე, თუმცა რობერტის გარდაცვალების შემდგომ ჩახდება სისხლისმღვრელი 5 მეფის ომი, სადაც ბარათეონთა 3 მეფე უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ესენია: სტანისი, რენლი და ჯოფრი. საგის მეხუთე წიგნში კე რკინის ტახტს იკავებს რობერტის უმცროსი შვილი ტომენ ბარათეონი, თუმცა ამავდროულად ტახტზე პრეტენზიას აცხადებს რობერტის უფროსი ძმა სტანის ბარათეონი.
ბარათეონთა საგვარეულო ყოველთვის ახლოს იყო ტარგარიენთა საგვარეულოსთან. რობერ ბარათეონმა ცოლად შეირთო ალის ვალერიონი მეფე ეინისის ქვრივი. ხოლო რაც შეეხება რობერის ქალიშვილს, იგი გახლდათ ეიმონ ტარგარიენის მეუღლე. მოგვიანებით ორმუნდ ბარათეონი დაქორწინდა პრინცესა რეილ ტარგარიენზე, მედე ეიგონ V ქალიშვილზე. ამავდროულად ბარათეონებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ლანისტერებთანაც: გოუენ ბარათეონი დაქორწინებული იყო ტაი ლანისტერზე. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ისაა რომ ლანისტერებისა და ბარათეონების შვილები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ახოვნებით, ნახშირივით შავი კულულებით და ცისფერი თვალებით. სწორედ ამ ფაქტის გაცნობის შემდეგ დაადგინა ედარდმა, რომ სერსეი ლანისტერს შვილები არ ყოლია მისი ბავშვობის მეგობრის რობერტ ბარათეონისაგან.
ცნობილი წარმომადგენლები:
● მეფე რობერტ ბარათეონი - საგის დაწყებისას რკინის ტახტის მფლობელი, დაიღუპა ნადირობისას მიღებული ჭრილობისაგან.
● დედოფალი სერსეი ლანისტერი - რობერტ ბარათეონის ცოლო და დედოფალი-რეგენტი.
● ჯოფრი ბარათეონი - რობერტ ბარათეონის უფროსი ვაჟი, მამის გარდაცვალების შემდგომ სწორედ ის იკავებს ტახტს. მისი მმართველობისას მიმდინარეობა 5 მეფის ომი, მოწამლულ იქნა საკუთარ ქორწილში.
● დედოფალი მირსელა ბარათეონი - რობერტ ბარათეონის ქალიშვილი, დანიშნულია ტრისტან მარტელზე და იმყოფება დორნში.
● ტომენ ბარათეონი - რობერტ ბარათეონის უმცროსი ვაჟო, ჯოფრის სიკვდილის შემდეგ ტომენ გვევლინება რკინის ტახტის მფლობელად.
● ედრის შტორმი - რობერტ ბარათეონის ბუში, დელენ ფლორენტისგან.
● მეფე სტანის ბარათეონი - რობერტის უმცროსი ძმა, ძმის გარდაცვალების შემდგომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე.
● დედოფალი სელის ფლორენტი - სტანის ბარათეონის ცოლი.
● შირენ ბარათეონი - სტანის ბართეონის ქალიშვილი და ვესტეროსის კანონიერი პრინცესა.
● მეფე რენლი ბარათეონი - რობერტ ბარათეონის უმცროსი ძმა, ძმის გარდაცვალების შემდგომ წამოაყენა პრეტენზია რკინის ტახტზე, დაქორწინებული იყო მარჯერი ტირელზე. მოკლული იქნა მაგიით.
წარსულში:
● ლორდი ორის ბარათეონი - ეიგონ დამბყრობლის უკანონი ძმა და ბარათეონთა საგვარეულოს დამაარსებელი.
● რეიმონტ ბარათეონი - სამეფო გვარდიის რაინდი.
● დავოს ბარათეონი - ორის ბარათეონის ვაჟი.
● რობერ ბარათეონი - ჯეინერის ტარგარიენის მარჯვენა.
● ლორდი ბორმუნდ ბარათეონი - გრიგალის კიდის მმართველი ვისერის ტარგარიენის მმართველობისას. გარდაიცვალა დრაკონთა ცეკვის მიმდინარეობისას.
● ლორდი ბოროს ბარათეონი - ლორდ ბორმუნდის ვაჟი, სამოქალაქო ომში მხარდაჭერა გამოუცხადა ეიგონ II ტარგარიენს.
● ლედი ჯოსელინ ბარათეონი - ეიმონ ტარგარიენის მეუღლე და პრინცესა რეინის ტარგარიენის დედა.
● გრიგალთმბყრობელი - ცნობილ რაინდი.
● ლორდი ლიონელ ბარათეონი - გრიგალის კიდის ლორდი ეიგონ V ტარგარიენის მეფობისას. მონაწილეობას იღებდა ეშფორდის ტურნირში ეიგონის შემოჭრიდან 209 წელს.
● გოუენ ბარათეონი - ტაი ლანისტერის ქმარი.
● ლორდი ორმუნდ ბარათეონი - ჯეინერის II ტარგარიენის მარჯვენა.
● ლორდი სტეფონ ბარათეონი - გრიგალის კლდის ლორდი და სამი მეფის მამა.
● სერ ჰარბერტ ბარათეონი - სტეფონის ბაბუა და ცნობილი რაინდი.