top of page

ბარათეონთა ამბოხის გამომწვები მიზეზები.


მიზეზი I: აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ რობერტ ბარათეონი, ედდარდ სტარკი და მათი აღმზრდელი, შემდგომში რობერტის მარჯვენა, ლორდი ჯონ არენი. მათი ხელმძღვანელობით და ვესტეროსის უამრავი წარჩინებული ოჯახის მონაწილეობით, აჯანყებამ ვალარიელი ტარგარიენების 300 წლიან მმართველობას ბოლო მოუღო. აჯანყების მიზეზად იქცა მეფე ეირის II ტარგარიენის(მეტსახელად "შლეგი მეფე") არაადეკვატური საქციელი. მეფობის დასაწყისში ეირისი ხელგაშლილობით და გულმოწყალებით გამოირჩეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ინცესტით გამოწვეულმა ტარგარიენების საგვარეულო დაავადებამ, სიშლეგემ იჩინა თავი და მეფე თავისი უაზრო სისასტიკით გარშემომყოფთათვის უბრალოდ სახიფათო გახდა.

მიზეზი II:

მეორე მიზეზად, ეირისის ძის, პრინც რეიგარის მოქმედება გახდა. მან ედდარდ სტარკის და ლიანა მოიტაცა. როდესაც ის ჩრდილოეთში ბრუნდებოდა ჰარენჰოლის დიდი ტურნირიდან, სადაც სილამაზის და სიყვარულის დედოფლად აირჩიეს. როდესაც მოტაცების შესახებ ცნობილი გახდა, ედდარდის უფროსი ძმა ბრანდონ სტარკი თავის მეგობრებთან(ალბერ არენი, იტან გლოვერი, კაილ როისი, ჯეფორი მალისტერი) ერთად დედაქალაქში ჩავიდა, წითელ ციხე-სიმაგრესთან მივიდა და რეიგარ ტარგარიენი ორთაბრძოლაში გამოიწვია. მაგრამ პრინცი იმ დროს ციხე-სიმაგრეში არ იმყოფებოდა. სამაგიეროდ, იქ იმყოფებოდა ციხე-სიმაგრის გარნიზონი, რომელთაც დააპატიმრეს ბრანდონი და მისი მეგობრები. ამ დროისთვის მეფე ეირისის გარემოცვაში უკვე აღარავინ იყო ისეთი, ვინც მის სიშლეგეს გააკონტროლებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე მეფემ მისი ერთგული კანცლერის, ლორდ ტაივინ ლანისტერის გადამტერებაც მოახერხა. ტაივინ ლანისტერმა მიატოვა თანამდებობა და საკუთარ მამულში დაბრუნდა. ეირისმა გადაწყვიტა, რომ შვილების საქციელზე მათ მამებსაც უნდა ეგოთ პასუხი და რიკარდ სტარკი და სხვების მშობლებიც დედაქალაქში გამოიძახა. როდესაც მეფეს ეწვივნენ, ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. კერძოდ, რიკარდ სტარკი სამეფო დარბაზის ჭერში ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს, ხოლო ბრანდონ სტარკი დაახრჩვეს.

bottom of page