top of page

ბალერიონი / Balerion


ბალერიონი, ასევე ცნობილია "შავი ძრწოლის" სახელით - დრაკონი, რომლის მხედარი ყველასთვის ცნობილი ეიგონ ტარგარიენი გახლდათ. ბალერიონი იყო ყველაზე დიდი დრაკონი, რაც ოდესმე ყოლიათ ტარგარიენებს, იგი იყო ერთადერთი ძველი ვალირიელი დრაკონი, რომელმაც დაბყრობით ომებამდე იცოცხლა. რაც შეეხება ვაგარს და მერაქსესს ისინი შედარებით მოგვიანებით დაიბადნენ დრაკონის ქვაზე. როგორც მერაქსესსა და ვაგარს, ასევე ბალერიონსაც მისი სახელი ძველი ვალირიელი ღმერთის საპატივცემულოდ დაერქვა. "დაბყრობითი ომების" მიმდინარეობისას კი ბალერიონი გახლდათ ეიგონის მთავარი იარაღი, სწორედ ბალერიონით მოახერხა მან ჰარენჰალის დაწვა. ბელარიონი მოკვდა ჯაჰაერის I-ის მმართველობისას, დაახლოებით 200 წლის ასაკში. მისი უზარმაზარი ძვლები კი ინახება მეფის საბიჯელში. ბიოგრაფია: ბალერიონი დაიბადა ვალირიაში და იმ 5 დრაკონს შორის შედიოდა რომლითაც ტარგარიენები გადმოფრინდნენ დრაკონის ქვაზე. სწორედ ბელარიონი იყო ის ერთადერთი დრაკონი რომელმაც შეძლო და ცოცხლად მიაღწია "დაბყრობით ომებს". ჯერ კიდევ სანამ "დაბყრობითი ომები" დაიწყებოდა ბელარიონი, ახალგაზრდა ეიგონის მხედრობით მონაწილეობას იღებდა ვოლანტისისა და ტიროშის ბრძოლაში(ტიროშელთა მხარეს). "დაბყრობითი ომების" მიმდინარეობისას კი ბელარიონი მონაწილეობას იღებდა: ჰარეჰალის გადაწვაში, ცეცხლოვანი ველის ბრძოლასა და ჩრდილოეთის მეფე ტორჰენ სტარკის კაპიტულაციაში. ეიგონ დამბყრობელის გარადაცვალების შემდგომ კი ბელარიონმა არაერთი მხედარი გამოიცვალა, პირველი ამ სიაში იყო მეიგორ ტარგარიენი - ზედმეტსახელად სასტიკი. მეიგორის გარდაცვალების შემდგომ კი მისი მხედარი პრინცი ვისერის I გახდა. ბელარიონმა დაახლოებით 200 წელი იცოცხლა და მოკვდა ჯაჰაერის ტარგარიენისს მმართველობისას. სიკვდილის მიზეზად კი სიბერე ითვლება. ბელარიონისა და სხვა მრავალი დრაკონის ჩონჩხებს სატახტო დარბაზში მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ ბინა დადებული, თუმცა ბარათეონთა ამბოხის შემდეგ, მეფე რობერტმა მათი ჩამოხსნა და საცავებში ჩატანა ბრძანა.

bottom of page