top of page

7 ძირეული განსხვავება ჯორჯ მარტინის ლეგენდარული წიგნების სერიასა და ტელე-სერიალს შორის.


1. წითელი ქორწოლი - ტალისას სთორილაინი სავარაუდოდ ყველა დამეთანხმება რომ "სამეფო კარის თამაშების" ყველაზე ცნობილი სცენაა წითელი ქორწილი, სცენის გამძაფრების მიზნით კი სცენარისტებმა რობ სტარკის ორსული ცოლის ტალისას(წიგნებში მას ჯეინ ვესტერლინგის სახელით ვიცნობთ) სასტიკი მკვლელობაც დაამატეს. წიგნებში კი რობ სტარკი საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას იღებს ჯეინი ვესტერლინგის ქორწილში არ წაყვანით, რითიც ცოლს სიცოცხლეს უნარჩუნებს. იმის და მიუხედავად რომ ჯეინი ცოცხალი გადარჩა მისი შემდგომი ცხოვრება სავსეა ბრუტალური და მძიმე მომენტებით. 2. ქვისგულა ლედი წიგნებში "წითელი ქორწილის" შემდგომ კეტლინ სტარკის გვამს აშიშვლებენ და მდინარეში აგდებენ. კეტლინის გვამს კი სრულიად შემთხვევით ბერიკ დონდარიონი და მისი საძმო გადააწყდება, რის შემდგომაც ბერიკი აცოცხლებს მას და შემდგომში მას მისტიური ქვისგულა ლედის სახელით ვიცნობთ. იმის და მიუხედავად, რომ წიგნის სიუჟეტზე დაყრდნობით კეტლინ სტარკი მე-4 სეზონში უნდა დაბრუნებულიყო, ფანები მაინც არ კარგავენ მისი გამოჩენის იმედს, თუმცა მას შემდეგ რაც შოუ კულმინაციურ ეტას მიუახლოვდა ფაქტიურად ქვისგულა ლედის გამოჩენის შანსი ნულს გაუტოლდა. 3. სანსა სტარკი და რემზი ბოლტონი სანსა სტარკისა და რემზი ბოლტონის კავშირი ითველბა ერთ-ერთ მთავარ გადახვევად წიგნებიდან. წიგნში ლანისტერები, ბოლტონებს უგზავნიან სტარკების მეგობარს ჯეინის, რომელსაც არია სტარკად ასაღებენ. თუმცა "სამეფო კარის თამაშებში" ასე არ მომხდარა მე-5 სეზონში ჩვენ ვიხილეთ სანსა სტარკისა და რემზი ბოლტონის ქორწილი. 4. შირენ ბარათეონის ბედი "სამეფო კარის თამაშების" ისტორიაში შირენის დაწვის სცენა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საზარელ სცენად ითვლება, რომლის მხილველებიც მე-5 სეზონში გავდით. წიგნებში კი მსგავსი სცენა არ ყოფილა, ვინტერფელის ასაღებად წასული სტანის ბარათეონი, შირენს, მელისანდრას და მის ცოლს კედელზე უსაფრთხო მდგომარეობაში ტოვებს(თუმცა ჯონის სიკვდილის შემდგომ რამდენად უსაფრთხოდ იქნებიან ეს ცალკე საკითხია რომელსაც მე-6 წიგნში გაეცემა პასუხი). 5. თეთრი მოსიარულეები(სხვები) თეთრი მოსიარულეები წიგნში არაადამიანური რასის წარმომადგენლებათ ითვლებიან, რასაც სამწუხაროდ შოუში ვერ ვხედავთ: ღამის მეფისა და მისი ქვეშევდომების გარდა ყველა დანარჩენი "ზომბებს" ჰგვანან. ამავდროულად წიგნში მათ საგის საწყის ეტაპზე ვაწყდებით, სადაც მათ შესახებ არც თუ ისე ბევრ ინფორმაციას ვიგებთ. შოუში კი პირიქითაა მთავარი საბრძოლო მოქმედებები თეთრ მოსიარულეებსა და ადამიანებს შორის მიმდინარეობს. 6. სერ ბარისტან სელმის სიკვდილი ბარისტან სელმი იმ პერსონაჟებს შორისაა რომელიც სცენარისტებმა შოუში მარტივად გაწირეს. "ჰარპიის შვილების" ამბოხისას მე-5 სეზონში ვესტეროსის ლეგენდარულ მახვილს სამწუხაროდ ვემშვიდობებით. წიგნში კი მდგომარეობა სულ სხვანაირადაა, მე-5 წიგნში ბარისტანი გვევლინება ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად, რომლის თავებსაც მრავლად ვაწყდებით წიგნში(ანალოგიური გაგრძელდება მე-6 წიგნში). აშკარაა ჯორჯ მარტინს სერ ბარისტანისთვის დიდი გეგმებიაქ და დარწმუნებულები ვართ, რომ მისთვისაც ისეთივე სიურპრიზი იყო ბარისტანის სიკვდილი როგორც ჩვენთვის(წიგნის მკითხველებისთვის). 7. ეიგონ ტარგარიენი ცოცხალია !! ჯორჯ მარტინის წიგნების სერიის მე-5 წიგნში რომელიც გმოიცა 2011 წელს, სრულიად მოულოდნელად ვაწყდებით ეიგონ ტარგარიენს, რომელიც ყველას ახალგაზრდა გრიფის სახელით ეცნობა. ეიგონ ტარგარიენი გახლავთ რეიგარ ტარგარიენისა და ელია მარტელის ვაჟიშვილი. აქამდე ითვლებოდა რომ იგი კედელზე მინარცხებით გრეგორ კლეგეინმა(მთამ) მოკლა, თუმცა ჩვენდა გასაკვირად სიუჟეტი სულ სხვანაირად დატრიალდა, პატარა ეიგონის გადარჩენა ვარისმა შეძლო მისი ესოსში გაგზავნით, დღევანდელი მდგომარეობით კი ეიგონი "ოქროს ხმლების" დახმარებით, მოემართება ვესტეროსის ასაღებად.

bottom of page