სტარკების საგვარეულო / House Of Starks
ვესტეროსის ერთ-ერთი უდიდესი საგვარეულო და ჩრდილოეთის მცველები. სტარკების გერბზე გამოსახულია რუხი მგელსაზარა, თეთრ ველზე. მათი დევიზია: "ზამთარი მოდის". მათი საგვარეულო ციხე-სიმაგრეა ვინტერფელი. სტარკების საგვარეულოს წარმომადგენლები, წიგნებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, სწორედ სტარკთა თავები გვხვდება, ყველაზე ხშირად საგაში.
სტარკების საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი გვარია. ითვლება, რომ ისინი პირდაპირი შთამომავლები არ
იან ბრანდონ მშენებლის, რომელიც 8 000 წლის წინ ცხოვრობდა. როგორც სხვა ჩრდილოელი გვარები, ისინიც პატივს მიაგებენ ძველ ღმერთებს. ვესტეროსის გაერთიანებამდე კი სტარკები ჩრდილოეთის მიწებს მართავდნენ, ჩრდილოეთის მეფეთა ტიტულით. მას შემდეგ კი, რაც ეიგონ დამყრობელს მოუყარეს მუხლი, სტარკები გახდნენ ვინტერფელის ლორდები და ჩრდილოეთის მცველები.
გენეოლოგია:
სტარკები, როგორც უმრავლესობა ჩრდილოელები - პირველი ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც ათასი წლის წინ დასახლდნენ ჩრდილოეთის მიწებზე. თავად სტარკები კი, მათ წარმოშობას ბრანდონ მშენებელს უკავშირებენ, რომელმაც ლეგენდების თანახმად, სხვების(მოსიარულეების) და ადამიანების სამყარო, კედლით აშენების შემდეგ გაყო, სწორედ მისი აშენებულია ვინტერფელიც. ჩვენამდე სტარკების გენეოლოგიურმა ხემ ვინტერფელის აკლდამის წყალობით სრულად მოაღწია, ამას დამატებული ბრან სტარკმაც ფაქტობრივად ზეპირად იცოდა ყველა მისი შთამომავლის შესახებ.
უფროსი თაობა:
ცნობილნი, როგორც ჩრდილოეთის მეფენი:
● ბრანდონ მშენებელი,
● ბრანდონ I სტარკი ,
● ბრანდონ გამანადგურებელი,
● თეონ მშიერი მგელი,
● ჯონ სტარკი,
● რიკარდ სტარკი,
● ედრიკ სტარკი,
● ბრანდონ II სტარკი,
● ბენჟენ მწარე,
● ბენჟენ ტკბილი,
● ეირონ სტარკი,
● ედერიონ სტარკი,
● ბრანდონ სულელი,
● ჯონ II სტარკი,
● ჯორაჰ სტარკი,
● ბრანდონ გემთმფლობელი,
● ბრანდონ მეჩირაღდნე,
● ტორჰენ სტარკი.
ვინტერფელის ლორდები(უფროსი თაობა):
● ტორჰენ სტარკი.
● ელარდ სტარკი,
● ბენჟენ სტარკი,
● რინონ სტარკი,
● კრიგან სტარკი,
● ბენარდ სტარკი,
● ელრიკ სტარკი,
● ჯონენ სტარკი,
● ბარტოგან სტარკი,
● ბრანდონ სტარკი,
● როდველ სტარკი,
● ბერონ სტარკი,
● ვილიამ სტარკი,
● ედვინ სტარკი,
● რიკარდ სტარკი,
● ედარდ სტარკი.
უმცროსი თაობა:
საგაში უმცროსი თაობა ორად იყოფა, პირველნი სტარკები არიან, რომლებიც ათასობით წელია მართავენ ჩრდილოეთს მეფის სახელით და გამუდმებით ბოლტონებთან ქონდათ ქიშპი, მეორე თაობა კი ნაცრისფერი სტარკები, რომლებიც ვოლფ დენის ციხე-სიმაგრის მფლობელნი იყვნენ, მოგვიანებით კი ისინი ერთ-ერთი ამბოხისას ბოლტონებს მიემხრნენ, ბოლტონების ამბოხში დამარცხებასთან ერთად, ნაცრისფერი სტარკების გვარიც საბოლოოდ ნადგურდება.
საგვარეულოს ისტორია:
სტარკები ეიგონ დამბყრობლის შემოჭრამდე:
სტარკების საგვარეულო ციხე-სიმაგრე აგებულია გმირთა ხანაში, ბრანდონ მშენებლის მიერ და თუ ლეგენდებსაც დავუჯერებთ, ციხე-სიმაგრის აგებაში ბრანდონს გიგანტებიც ეხმარებოდნენ. ეიგონის შემოჭრამდე კი ათასობით წლის განმავლობაში სტარკები მართავდნენ ჩრდილოეთს, მეფეთა ტიტულით, მათ მეფობას კი ჩრდილოეთის უძველესი სამეფო გვირგვინი მოწმობდა.
ბოლტონებთან დაპირისპირება:
მრავალი საუკუნის განმავლობაში ბოლტონები სტარკებს არ ცნობდნენ ჩრდილოეთის მეფეებად, რამაც მათ შორის უამრავი ომი გამოიწვია, რასაც ჩრდილოეთს ბევრი გავლენიანი საგვარეულო და თაობა შეეწირა. იმის და მიუხედავად, რომ სტარკები ჩრდილოეთის უძლიერესი გვარი იყო, ბოლტონებმა რამოდენიმეჯერ მაინც მოახერხეს მათი დამარცხება, ერთხელ კი ვინტერფელის აღაბაც შეძლეს, რომელიც შემდგომ გადაწვეს. ჯონ სნოუ იხსენებს ერთ-ერთ დაპირისპირებას ბოლტონებსა და სტაკებს შორის, დაახლოებიდ ასი წლის წინ მოხდა, ამ დროს კი სტარკებს მეფის ტიტული ჩამორთმეული ჰქონდათ, ვესტეროსს კი ტარგარიენები მართავდნენ. ჯონის გადმოცემის თანახმად, ბოლტონებმა ვინტერფელის ლორდის ვასლის გადმობირება შეძლეს და მისივე ლორდი მოაკვლევინეს, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ბოლტონები არამარტო სტარკების მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, არამედ ტარგარიენთა დინასტიასაც უპირისპირდებოდნენ.
ჩრდილოეთის დაბყრობა:
ბოლტონები არ ყოფილან სტარკების ერთადერთი მტრები, სტარკებს ასეულობით წლები დასჭირდათ, რომ რეგიონში მშვიდობა დაემყარებინათ. ამ ასეულობით წლის განმავლობაში, სტარკები ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდნენ მეფეებს და იხდიდნენ სისხლისმღვრელ ბრძოლებს, რამას საბოლოოდ რამოდენიმე გავლენიანი და ძლიერი ჩრდილოული გვარი სამუდამოდ გააქრო. მაგ: გრეივუდები, ტაუერსები, ემბერები, ფროსტები.
გადასალახის შემოერთება:
ათასი წლის წინ, გადასალახს მართავდა უცნობი მეფე, გადმოცემებს თუ დავუჯერებთ რიკარდ სტარკმა ცოლად მოიყვანა ჭაობის მეფის ქალიშვილი, რითაც შემოუერთა მის სამფლობელოს გადასალახის ტერიტორიები.
ანდალებთან ბრძოლა:
მაშინ როდესაც ადნალები შემოიჭრნენ ვესტეროსში, მათ ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს სამხრეთის 7 სამეფო დინასტია, ჩდილოეთის სამეფომ შეძლო და შეინარჩუნა მისი დამოუკიდებლობა. არაერთხელ სცადეს ანდალებმა გადასალახით შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთში, თუმცა ამაოდ. სამხრეთიდან მომავალ მტერს სტარკები, ყოველთვის მოათ კალეინში ხვდებოდნენ, სადაც მათ პოზიციას ჭაობიც ამყარებდა, შესაბამისად ანდალებს უჭირდათ მოათ კალეინის გადალახვა, რომელიც ჩრდილოეთში შესასვლელი ერთადერთი გზა იყო. ადნალების თავდასხმამ, ჩრდილოელი ლორდებს გაერთიანება და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა აიძულა. ჩრდილოელთა გაერთიანებულ არმიას სარდლად თეონ სტარკი ჩაუდგა, მათ მოახერხეს ვიწრო ზღვის გადალახვა და ანდალებს ცეცხლითა და მახვილით გაუმასპინძლდნენ. ჩრდილოელებმა დაარბიეს და გადაწვეს ანდალთა ციხე-სიმაგრეები, დაანგრიეს ათობით სეპტა და ჩრდილოეთში გამარჯვებულნი დაბრუნდნენ.
გენდელისა და გორნის შემოჭრა:
3 000 წლის წინ ველურებმა ძმა-მეფეები გენდელისა და გორნის მეთაურობით, გვირაბით მოახერხეს კედელში გასვლა, თუმცა გვირაბიდან გამოსულ ველურთა არმია სტარკების, ამბერების და ებგურის ალყაშო მოექცა, გორნი მოკლული იქნა ჩრდილოეთის მეფის მიერ ბრძოლის ველზე. ერთ-ერთი ვერსიით, კონკრეტულად კი ჯონ სნოუს გადმოცემის თანახმად გენდელიც დაიღუპა ამ ბრძოლაში. ველურებს კი სჯერათ, რომ გენდელის სული უკან დაბრუნდა იმავე გვირაბით და დღემდე დაძრწის გვირაბის გამოქვაბულებში.
ბრძოლა რკინადშობილებთან:
ასეული წლის განმავლობაში რკინადშობილები თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ ქვის სანაპიროს, რაც რასაკვირველია გაღეზიანებას იწვევდა სტარკებში, რომლებიც ამ მიწის მმართველები იყვნენ. ცნობილია, რომ რკინადშობილებმა მოახერხეს დათვის კუნძულის დაბყრობა, რომელსაც იმ დროისთვის ხისმუხლათა საგვარეულო მართავდა, თუმცა მოგვიანებით როდრიკ სტარკმა მოახერხა და დაიბრუნდა დათვის კუნძული, ლორდად კი მორმონტი დასვა.
ბრძოლა არენებთან:
2 000 წლის წინ სტარკებმა დაიბყრეს სამი და, სადაც არსებობდა დამოუკიდებელი სამეფო, რომელას ერთ-ერთი დინასტიის წარმომადგენლები მმართავდნენ მეფეთა სახელით. ველის ტერიტორიიდან სტარკების გაძევება, არენების გეგმაშიც შედიოდა, სწორედ ამიტომ უპირისპირდებიან ისინი ჩრდილოეთის ძლევამოსილ გვარს, ბრძოლა ათასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ სტარკების გამარჯვებით დასრულდა.
ფლოტის აღმშენებლობა და განადგურება:
ჩრდილოეთის მეფე ბრანდონ სტარკი, ზედმეტსახელად გემთმშენებელი გამოირჩეოდა ზღვის სიყვარულით, სწორედ მან ბრძანა აეგოთ დიდი ფლოტი, რითიც მოგვიანებით თავად გაცურა დაისის ზღვაში, თუმცა ამ ექსპედიციიდან ის უკან აღარ დაბრუნებულა. მისი აკლდამა ვინტერფელში ცარიელია. ბრანდონის შვილმა, რომელსაც მისი მამის სახელს ატარებდა, ბრძანა მამის მიერ აშენებული ყველა გემის გადაწვა, სწორედ ამის მერე მიიღო მან ზედმეტსახელი - ბრანდონ მეჩირაღდნე.
მუხლის მოდრეკა:
მაშინ როდესაც ეიგონ ტარგარიენი შემოიჭრა ვესტეროსში ტორჰენ სტრკი 30 000 კაციანი არმიით დაიძრა სამხრეთით. როდესაც ტორჰენის არმია დანიშნულების ადგილზე მივიდა, მან მოიწვია საბჭო, სადაც მისმა ძმამ ბრანდონ სნოუმ, შესთავაზა, რომ ღამე გაეშვათ რამოდენიმე კაცი და ეიგონი სამივე დრაკონი მოეკვლევინებინათ, თუმცა ტორჰენმა ეს გეგმა იუარა, მეორე დღეს კი მან მუხლი მოუყარა ეიგონ ტარგარიენ, საპასუხოდ კი ეიგონმა მას ვინტერფელის ლორდობის და ჩრდილოეთის მცველობის ტიტული უბოძა.
სტარკები, ტარგარიენთა მმართველობისას:
მეფე ჯეინერის I სტუმრობა:
ცნობილია, რომ ჯეინერისი ხშირად მოგზაურობდა ვესტეროსში, ერთხელაც კი იგი ჩრდილოეთს ეწვია მისი სამეფო კარითა და 6 დრაკონით. მანამ სანამ იგი საქმეებს განიხილავდა ვინტერფელის ლორდთან, მისმა ცოლმა დედოფალმა ალისენა გაემგზავრა დრაკონით კედელზე, სადაც იგი იმდენად მოიხიბლა ღამის საგუშაგოს ორდენით, რომ ქმარი დაიყოლია და ებგურის ტერიტორია გააზრდევინა. ასევე ცნობილია რომ ჯეინერისი უზარმაზარი არმიით მონაწილეობას იღებდა ველურების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც ველურების შემადგენლობაში მრავლად შედიოდნენ გიგანტები და ვარგები.
კრიგან სტარკი და დრაკონთა ცეკვა:
კრიგან სტარკი სწორედ იმ დროს გახდა ვინტერფელის ლორდი და ჩრდილოეთის მცველი, როდესაც მთელი 7 სამეფო სისხლისმღვრელმა სამოქალაქო ომმა მოიცვა, სახელად - დრაკონთა ცეკვამ. ამ ამბოხში სტარკები რეინირ ტარგარიენს მიემხრნენ.
კრიგანმა ძალები გაგზავნა რეინირ ტარგარიენს დასახმარებლად, მოგვიანებით კი თავადაც დაიძრა სამხრეთისკე, თუმცა თავად ვერ მიუსწრო ბრძოლას, რადგან მის ჩასვლამდე ეიგონ უკვე დამარცხებული იყო.
კრიგანი დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ჩრდილოეთს, რომელიც ისტორიაში კრიგან მოხუცის სახელით შევიდა. იგი ასევე მოიხსენიებოდა უძლიერეს მებრძოლად, თავა ეიმონ დრაკონის-რაინდიც ამბობდა, რომ კრიგანზე ძლიერ მებრძოლს არასდროს შეხვედრია.
დაგონ გრეიჯოის ამბოხი:
საგის დაწყებამდე 90 წლით ადრე, დაგონ გრეიჯოიმ მოიწვია მასთან მეფეები. დაგონის ფლოტი დაესხა თავს სტარკების ტერიტორიებს, ამ დროს ვინტერფელის ლორდი გახლდათ ბერონ სტარკი, რომელმაც ალიანსი შეკრა ლანისტერებთან. თავად ამ ბრძოლაში ლორდ ბერონი გარდაიცვალა, ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან.
რობერტ ბარათეონის ამბოხი:
ლიანა სტარკის გატაცებამ და ლორდ რიკარდ სტარკის და ბრანდონ სტარკის სიკვდილით დასჯამ საფუძველი ჩაუყარა ბარათეონთა ამბოხს. ამბოხი კი ტარგარიენთა დინასტიის დამხობით დასრულდა, სადაც დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთის გაერთიანებულმა ძალებმა, ედარდ სტარკის მეთაურობით.