top of page

ის რაც სამეფო კარის თამაშების სპინ-ოფ შოუზე უნდა ვიცოდეთ.


ის რაც სამეფო კარის თამაშების სპინ-ოფ შოუზე უნდა ვიცოდეთ: მოგეხსენებათ რამოდენიმე თვის წინ გაჟღერდა ჭორი თითქოსდა ეიჩბიო მათი საკულტო სერიალ სამეფო კარის თამაშების დასრულების შემდგომ გეგმავდა სპინ-ოფ შოუს გადაღებას ვესტეროსის ისტორიაზე, რაც ეიბიომ მალევე ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, მათი თქმით მიმდინარეობს არა ერთი, არა ორი, არა სამი, არამედ ოთხი პოტენციური სპინ-ოფ შოუზე მუშაობა, რომლებზეც უკვე აყვანილები არიან რეჟისორები. თუმცა რამოდენიმე კვირის წინ მარტინმა თავის ბლოგზე ერთი ყოვლად საინტერესო სიახლე გააჟღერა: მისი თქმით პოტენციურ ოთხ შოუს ემატება კიდევ ერთი შოუ, რომელზეც თავად მარტინი აპირებს მუშაობას. ასევე მარტინმა ილაპარაკა ვესტეროსის იმ ეპოქებზე, რომლებზეც არ უნდა ველოდოთ სპინ-ოფ შოუებს, ესენია: 1. დანკი და ეგი: დუნკისა და ეგის ისტორია, გახლავთ ჯორჯ მარტინის ნოველების სერია, რომელიც მილი ლეგენდარული საგის ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პრექუელია. ისტორია ვითარდება ეიგონის შემიჭრიდან 209 წელს და ნოველები მოგვითხრობს: ლეგენდარულ რაინდზე დუნკან მაღალზე, რომელიც შემდგომში სამეფო გვარდიის წევრი ხდება და ეგზე, რომელიც შემდგომში მეფე აეგონ V ტარგარიენის სახელით ვიცნობთ. დღეს-დღეისობით მხოლოდ 3 ნოველაა გამოსული, ესენია: "ჰედესის რაინდი", "შეფიცული მახვილი" და "მისტიური რაინდი". საერთო ჯამში კი სულ 12 ნოველის გამოცემა იგეგმება. მარტინის თქმით, დანკისა და ეგის ეკრანიზაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა არა ამ ჯერად, რადგან სურს ჯერ ნოველები დაასრულოს და უკვე შემდგომ დართოს ნება ეკრანიზაციისთვის ეიჩბიოს. 2. რობერტის ამბოხი: ჯორჯ მარტინინმა ეიჩბიოს უფლება არ მისცა გადეკეთებინათ ეკრანიზაცია რობერტის ამბოხზე, რადგან მისი ლეგენდარული საგა: "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" ჯერ კიდევ წერის პროცესშია და მისი თქმით მას შემდეგ რაც საგა დასრულდება ბევრ ფარულ ფაქტს აეხდება ფარდა, იმ ფაქტებს, რაც შოუში ჯერ არ გაჟღერებულა და არც გაჟღერდება მომავალში.

bottom of page